სწრაფი ნავიგაცია

22 მაისი
2017
Café Wha?-ს ლეგენდარული House Band-ი live კონცერტებით გიბრუნდებათ!

SOLO წარმოგიდგენთ ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბის  – Café Wha?-ს – ლეგენდარული House Band-ის გრანდიოზულ live კონცერტებს თბილისში!

Café Wha?-ს House Band-ი 1988 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ სხვადასხვა შემადგენლობით გასული 50 წლის ყველაზე ცნობილ მუსიკალურ ჰიტებს ასრულებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 წლის წინ SOLO-ს მოწვევით House Band-ი ერთხელ უკვე ესტუმრა ჩვენს ქვეყანას და SOLO-ს მსმენელებს დაუვიწყარი კონცერტები აჩუქა.

თუ გსურთ, რომ თქვენც გახდეთ ამ გასაოცარი სამყაროს ნაწილი; სამყაროსი, რომელსაც წლების განმავლობაში ჯიმი ჰენდრიქსი, ბრუს სპრინგსტინი, ვუდი ალენი, ლენი ბრუსი, ბილ ქოსბი, რიჩარდ ფრიორი და სხვა არტისტები ქმნიდნენ, მობრძანდით, მოუსმინეთ ერთ-ერთი საუკეთესო ბენდის ცოცხალ შესრულებას და აქციეთ თქვენი საღამო განსაკუთრებულად.
 


კონცერტის დეტალები:
თარიღი: 30 ივნისი / 1-ლი ივლისი
დრო: 19:30 სთ
მისამართი: რესტორანიოტიუმი, კუს ტბის ასახვევი

ბილეთის ღირებულება: ღია ზონა – 120 ლარი / დახურული ზონა – 100 ლარი
ღირებულებაში შედის: Welcome სასმელი და ხილი

ბილეთის შეძენა შეგიძლიათ როგორც tkt.ge-ზე, ასევე SOLO ლაუნჯებში შემდეგ მისამართებზე: 

  • SOLO Lounge ჭავჭავაძე: ჭავჭავაძის გამზ. №29
  • SOLO Lounge ყაზბეგი: ყაზბეგის გამზ. №24

ბილეთების შეძენისას გთხოვთ ისარგებლოთ თქვენი SOLO Premium; SOLO Gold, AmEx Gold ან AmEx Platinum ბარათებით. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ მაქსიმუმ 10 ბილეთი.

SOLO RECOMMENDS