სწრაფი ნავიგაცია

07 ივლისი
2015
SOLO წარმოგიდგენთ Cafe Wha?-ს House Band-ის კონცერტს


 
17 და 18 ივლისს, SOLO წარმოგიდგენთ ნიუ-იორკის “Café Wha?”-ს House Band-ის კონცერტს!
დიახ! სწორედ ამ ლეგენდარული კაფეს ლეგენდარული ბენდი ჩამოდის თქვენთვის ნიუ-იორკიდან!
 
“Café Wha?” ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, "must experience” კლუბია. ამ საოცარ სივრცეში წლების განმავლობაში გამოდიოდნენ: ჯიმი ჰენდრიქსი, ბრუს სპრინგსტინი, ვუდი ალენი, ლენი ბრუსი, ბილ ქოსბი, რიჩარდ ფრიორი და სხვ. 
 
“Café Wha?”-ს “House Band”-ი 1988 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ სხვადასხვა შემადგენლობით გასული 50 წლის ყველაზე ცნობილ მუსიკალურ ჰიტებს ასრულებს. სწორედ ამ საუკეთესო კლუბის საუკეთესო ბენდი მოგცემთ შესაძლებლობას გახდეთ 4-საათიანი გრანდიოზული წარმოდგენის უშუალო მონაწილე. 
 
მობრძანდით, მოუსმინეთ საუკეთესო ბენდის ცოცხალ შესრულებას, დააგემოვნეთ “Café Wha?”-ს კერძები და აღმოაჩინეთ ნამდვილი ნიუ-იორკი!   
 
ადგილი: რესტორანი „ოტიუმი“, კუს ტბის ასახვევი
თარიღი: 17 და 18 ივლისი
ღონისძიების დასაწყისი: 19:00 სთ
კონცერტის დასაწყისი: 20:00 სთ
 
ბილეთის ექსკლუზიური ღირებულება მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის: 50 ლარი
ბილეთის ღირებულება: 250 ლარი
 
ღირებულებაში შედის: Welcome სასმელი და ხილი
 
ბილეთის შესაძენად გვეწვიეთ SOLO ლაუნჯში ან დაუკავშირდით თქვენს ბანკირს.
 
მისამართი:
SOLO Lounge ყაზბეგი: ყაზბეგის გამზ. №24გ
SOLO Lounge მთაწმინდა: ჩიტაძის ქ. №11
SOLO Lounge წერეთელი: წერეთლის გამზ. №73
SOLO Lounge ბათუმი: რუსთაველის გამზ. №22
SOLO Lounge თელავი: ჩოლოყაშვილის ქ. №3

SOLO RECOMMENDS