Groove NYC-ის Kennedy Administration-ის live კონცერტი უკვე თბილისში!
SOLO კვლავ გრანდიოზული ღონისძიებით გიბრუნდებათ და 11 და 12 სექტემბერს გეპატიჟებათ ვარსკვლავებით გაჭედილ საღამოზე!
თქვენთვის ნიუ-იორკის კლუბ “Groove”-ის ჯაზბენდი “Kennedy Administration”-ი ვარსკვლავური შემადგენლობით ჩამოდის!
Groove-ი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ლეგენდარული ადგილია, სადაც ცოცხლად შეიძლება მოისმინოთ ჯაზი და ბლიუზი, ფანკი და სოული კვირაში 7 ღამე!
ექსტრაორდინარული საქსაფონისტი Lakecia Benjamin-ი, ნიუ-იორკის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი LaToya Kennedy და უნიჭიერესი ქარიზმატული დრამერი Nat Townsley კლუბ “Groove”-ის ის შემსრულებლები არიან, რომლებიც აქვე, ჩვენს ქალაქში, დაუვიწყარ live კონცერტს მხოლოდ თქვენ შემოგთავაზებენ!
Lakecia Benjamin
ვირტუოზი საქსაფონისტი
Lakecia Benjamin-ი წლების განმავლობაში იდგა სცენაზე ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: Stevie Wonder, Alicia Keys, Macy Gray, the Roots და Anita Baker, Clark Terry და Reggie Workman-ი, Rashied Ali, the David Murray Big Band, Vanessa Rubin და James “Blood” Ulmer. Lakecia მოღვაწეობს 4 კონტინენტზე და რეგულარულად უკრავს სხვადასხვა ცნობილ კლუბში: Blue Note, Village, Groove და Café Wha? და ა.შ. ის მიიწვიეს თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას საზეიმო ინაუგურაციაზე, სადაც წარმატებით გამოვიდა.
LaToya Kennedy
ნიუ-იორკის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი LaToya Kennedy წარმოშობით ჩიკაგოდანაა. მისი ბენდი “The Kennedy Administration”-ი მუდმივად აწყობს კლუბ “Groove”-ში ჯაზის, ფანკისა და სოულის ლამაზ იმპროვიზაციებს.
Nat Townsley
უზომოდ ნიჭიერი და პატივსაცემი თანამედროვე დრამერი Nat Townsley წლების განმავლობაში უკრავს ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან: Mariah Carey, Corey Henry, Joe Zawinul-ი და სხვ.
მობრძანდით, მოუსმინეთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბის პოპულარულ ჯაზბენდს და კვლავ აღმოაჩინეთ ნამდვილი ნიუ-იორკი!
ადგილი: რესტორანი „ოტიუმი“, კუს ტბის ასახვევი
თარიღი: 11 და 12 სექტემბერი
ღონისძიების დასაწყისი: 19:00 სთ
კონცერტის დასაწყისი: 20:00 სთ
ბილეთის ექსკლუზიური ფასი მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის: 70 ლარი
ბილეთის ფასი: 250 ლარი
ღირებულებაში შედის: Welcome სასმელი და ხილი
ბილეთის შესაძენად დაუკავშირდით თქვენს ბანკირს ან გვეწვიეთ SOLO ლაუნჯში შემდეგ მისამართებზე:
SOLO Lounge ყაზბეგი: ყაზბეგის გამზ. №24გ
SOLO Lounge მთაწმინდა: ჩიტაძის ქ. №11
SOLO Lounge წერეთელი: წერეთლის გამზ. №73
SOLO Lounge ბათუმი: რუსთაველის გამზ. №22
SOLO Lounge თელავი: ჩოლოყაშვილის ქ. №3