სწრაფი ნავიგაცია

22 დეკემბერი
2015
SOLO-ს საახალწლო საჩუქარი – Chris Botti-ს კონცერტი

 
 
გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს!     
 
ყოველ წელს ვცდილობთ SOLO მომხმარებლებს განსაკუთრებული საახალწლო საჩუქარი მოგიმზადოთ, რაც თქვენს განწყობას აამაღლებს და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოგგვრით.
 
სწორედ ამიტომ ძველით ახალ წელს, 14 და 15 იანვარს, გეპატიჟებით გრანდიოზულ კონცერტზე, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი ჯაზმენი, სახელგანთქმული მესაყვირე, კომპოზიტორი და „გრემის“ მფლობელი Chris Botti ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის გამართავს.
 
Chris Botti უკვე რამდენიმე თვეა, სპეციალურად SOLO მომხმარებლებს გიგზავნით თავის ვიდეოებს, სადაც იმ მუსიკალურ კომპოზიციებს უწევს რეკომენდაციას, რასაც თავად უსმენს, თავად ქმნის ან მის ცხოვრებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებული სიურპრიზი მან სწორედ ბოლოს გამოგზავნილ ვიდეოში პირადად გამცნოთ და თქვენთან შეხვედრის სიხარული გაგიზიარათ.
 
კონცერტის დეტალები  
ადგილი: თბილისის საკონცერტო დარბაზი (მელიქიშვილის გამზ. №1)
თარიღი: 14 ან 15 იანვარი
დრო: 20:00 სთ
 
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე – 2 444 400 ან მოგვწერეთ – soloevents@bog.ge

SOLO RECOMMENDS