სწრაფი ნავიგაცია

21 ნოემბერი
2016
ლეგენდარული Boyz II Men-ი საქართველოში!


 

SOLO წარმოგიდგენთ ყველა დროის ყველაზე პოპულარული R&B ჯგუფის −  Grammy-ის, Billboard-ის, Soul Train-ის, American Music-ისა და MOBO Awards-ის საპატიო ჯილდოების მფლობელის − Boyz II Men-ის − LIVE კონცერტებს თბილისში!

ჯგუფი, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიონი ალბომი გაყიდა და გულშემატკივრებს ჰიტების მდიდარი არჩევანი შესთავაზა. მისი ცნობილი ჰიტები, როგორებიცაა End of the Road, I’ll Make Love to You, One Sweet Day, Motownphilly და ბევრი სხვა დახვეწილი მელოდიურობითა და აქტუალური თემატიკით გულშემატკივრებს მუდმივად შთააგონებს და სრულიად განსხვავებული შეგრძნებებით ავსებს.
 

თუ გსურთ, რომ გახდეთ ამ ყველაფრის ნაწილი, არ გამოტოვოთ Boyz II Men-ის დაუვიწყარი LIVE კონცერტები, მოუსმინეთ მათ უკვდავ ჰიტებს, გაატარეთ ძველით ახალი წელი სასიამოვნოდ და დაიმუხტეთ განსაკუთრებული ემოციებით!

კონცერტის დეტალები:

14 იანვარი
მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის
ადგილი: თბილისი ივენთ ჰოლი 
შესვლა დაიწყება: 20:00 სთ-ზე
კონცერტის დასაწყისი: 21:00 სთ
ბილეთის ექსკლუზიური ფასი SOLO მომხმარებლებისთვის: 150 ლარი 
(ღირებულებაში შედის welcome სასმელი და ტკბილეული)
 
15 იანვარი
ადგილი: თბილისის საკონცერტო დარბაზი
შესვლა დაიწყება: 20:00 სთ-ზე
კონცერტის დასაწყისი: 21:00 სთ
ბილეთის ექსკლუზიური ფასი მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის: 30 ლარიდან
ბილეთის ფასი: 100 ლარიდან
 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თბილისი ივენთ ჰოლის შიდა სივრცეში მოწევა აკრძალულია.
 

ბილეთის შეძენა შეგიძლიათ როგორც tkt.ge-ზე, ასევე SOLO ლაუნჯებში შემდეგ მისამართებზე: 
 
SOLO Lounge ჭავჭავაძე: ჭავჭავაძის გამზ. №29
SOLO Lounge აბაშიძე: აბაშიძის ქ. №70
SOLO Lounge ყაზბეგი: ყაზბეგის გამზ. №24გ
SOLO Lounge ბათუმი: ყაზბეგის გამზ. №25

SOLO ლაუნჯებში ან tkt.ge-ზე ბილეთების შეძენისას გთხოვთ ისარგებლოთ თქვენი SOLO Premium ან AmEx Gold ბარათებით. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ მაქსიმუმ 4 ბილეთი.

SOLO RECOMMENDS