სწრაფი ნავიგაცია

17 იანვარი
2019
ნათია გოცაძე – მიზნის მიღწევის ტექნიკები


SOLO Education
-ის ფარგლებში 17 იანვარს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც საჯარო მმართველობის დოქტორი, PR აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი ნათია გოცაძე გაუძღვება. 
 
სემინარზე ნათია გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს თქვენი მიზნების განსაზღვრის, დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ, ასევე გაგაცნობთ აპრობირებულ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიებს, რომლებიც დაგეხმარებათ, ეფექტურად მართოთ თქვენი მიზნები თუ სურვილები. 

სემინარზე განხილული იქნება ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა:
 
რა უშლის ხელს თვითრეალიზაციას
დრო და ეფექტურობის არჩევანი
როგორ ვაქციოთ სურვილები მიზნებად
პრიორიტეტები და მათი მართვა
მიზნის განსაზღვრის მოდელები
მიზნის მიღწევის 7 პრაქტიკული ტექნოლოგია და სხვ. 

 
ნათია გოცაძეს, რომელიც საჯარო მმართველობის დოქტორი, PR აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორია, 15-წლიანი გამოცდილება აქვს კორპორაციული კომუნიკაციებისა და სტრატეგიული განვითარების სფეროში.

7 წლის განმავლობაში ის ასევე ეწევა სერტიფიცირებული ბიზნესტრენერის საქმიანობას და დაგროვილი აქვს 6-წლიანი გამოცდილება ორგანიზაციული მართვისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
 
ნათია, რომელიც ფლობს ნეიროლინგვისტური პროგრამირების (NLP) სერტიფიკატს და არის ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის (PRSA) წევრი, წარმატებით უძღვება საავტორო პროგრამებსაც, რომელთა შორის გამორჩეულია „მიზნის მიღწევის ტექნიკები“, „არავერბალური კომუნიკაცია და ზეგავლენის ჟესტები“, დროის მენეჯმენტი“ და ბევრი სხვა.

 
სემინარის დეტალები
 
მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
თარიღი: 17 იანვარი
დრო: 20:00 საათი
 

SOLO Lifestyle