სწრაფი ნავიგაცია

25 დეკემბერი
2018
საშობაო კონცერტი − The Sounds of Christmas

25 და 26 დეკემბერს გიწვევთ SOLO-ს მიერ ორგანიზებულ გრანდიოზულ საშობაო კონცერტზე − The Sounds of Christmas.

ეს არის სრულიად ახალი პროექტი, რომელიც გენიალურმა ქართველმა მუსიკოსებმა − ნიკოლოზ რაჭველმა და ბექა გოჩიაშვილმა − თავიანთ გუნდთან ერთად სპეციალურად თქვენთვის შექმნეს და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ამ ჯადოსნურ კონცერტზე წარმოგიდგენენ.

კონცერტის სპეციალური სტუმრები იქნებიან და ამ საღამოსთვის დაწერილი სხვადასხვა საპრემიერო ნაწარმოებს შეასრულებენ:

ყველასათვის საყვარელი მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე
სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი
ცნობილი გიტარისტი ლევან დეისაძე
მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი არტისტები − მაიკ მიტჩელი, ქემრონ გრეივსი და მაქს გერლი
გორის ქალთა კამერული გუნდი, რომელიც ამჟამად ქეთი მელუასთან ერთად მსოფლიო ტურნეშია და 35-ე კონცერტისთვის ემზადება

გაითვალისწინეთ, თქვენ, როგორც SOLO მომხმარებელს, გეძლევათ შესაძლებლობა ჯადოსნურ კონცერტს განსაკუთრებულ ფასად დაესწროთ! 

კონცერტის დეტალები:

თარიღი: 25 და 26 დეკემბერი
ადგილი: თბილისის საკონცერტო დარბაზი
კარი გაიღება: 19:00 სთ
კონცერტის დასაწყისი: 20:00 სთ
ბილეთის ფასი: 70 ლარიდან

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე − tkt.ge. ასევე, 10 დეკემბრიდან საკონცერტო ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ჭავჭავაძის, აბაშიძისა და  ყაზბეგის SOLO ლაუნჯებში.

ბილეთების შესაძენად გთხოვთ ისარგებლოთ თქვენი SOLO Club, SOLO Premium, American Express Platinum ან Gold ბარათებით.

SOLO Lifestyle