სწრაფი ნავიგაცია

22 ნოემბერი
2018
რა უნდა ვიცოდეთ ფსიქოთერაპიისა და თერაპევტების შესახებ

SOLO Education-ის ფარგლებში გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ თანადამფუძნებელი ტატო ნოზაძე გაუძღვება.

სემინარზე ტატო ისაუბრებს ფსიქოთერაპიის გარკვეულ მიდგომებზე, ეთიკასა და მის მნიშვნელობაზე, ასევე გაგაცნობთ თერაპიულ ჩარჩოს, რომელიც სხვადასხვა მახასიათებლით გამოირჩევა.

სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხებიც:

ფსიქოთერაპიის არსი და დანიშნულება
რას ნიშნავს იყო თერაპევტი
რა უნდა იცოდეთ თერაპევტების შესახებ და სხვ.
 

ტატო ნოზაძეს ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ასევე არის ევროპის ანალიტიკური ასოციაციის წევრი − „რუტერი“ − და საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ ტატო ასევე კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ატარებს ტრენინგებს განათლების სფეროში.
 

სემინარის დეტალები
თარიღი: 22 ნოემბერი
დრო: 20:00 საათი
მისამართი: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
 
სემინარზე დასწრება უფასოა

SOLO Lifestyle