სწრაფი ნავიგაცია

30 აგვისტო
2018
როგორ დავამარცხოთ აეროფობია

როგორ დავამარცხოთ აეროფობია

SOLO ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ სემინარს − როგორ დავამარცხოთ აეროფობია, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი − ალექსეი გერვაში − გაუძღვება.

აეროფობია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, რომელიც ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, ფრენის შიშის დაძლევა შესაძლებელია, რაც მხოლოდ გარკვეული გზით მიიღწევა...

თუ თქვენც გაწუხებთ აეროფობია, აუცილებლად დაესწარით სემინარს, სადაც ალექსეი სიღრმისეულად განიხილავს ფრენის შიშთან დაკავშირებულ თავისებურებებს, გაგაცნობთ მისი გამოწვევის მიზეზებსა და მათი გადაჭრის საიმედო გზებს.

სემინარზე ასევე საუბარი იქნება შემდეგ საკითხებზე:

აეროდინამიკა;
რეალური და მოჩვენებითი შიში;
ძირითადი შეცდომების ანალიზი აზროვნებისას;
ადამიანური ფაქტორი;
გენეტიკის, აღზრდის როლი აეროფობიის ფორმირებისას;
პერფექციონიზმი და მისი გავლენა აეროფობიაზე;
პანიკური შეტევები, თანმხლები აშლილობა და მათთან მუშაობის მეთოდები; 
„როგორ დავამარცხოთ აეროფობია და ვიფრინოთ მშვიდად“. 

 

ალექსეი უკვე 7 000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა აეროფობიის დაძლევაში. ის თქვენც გაგიზიარებთ გამოცდილებას და აგიხსნით, თუ როგორ გადაამისამართოთ საკუთარი ფიქრები სწორი მიმართულებით.

მობრძანდით, დაესწარით სემინარს და გპირდებით, ყოველთვის სიამოვნებით იმოგზაურებთ.

მისამართი: SOLO Lounge ჭავჭავაძე (ჭავჭავაძის გამზ. №29)
თარიღი: 16 სექტემბერი
დრო: 11:00 საათი
ფასი: 160 ლარი
სემინარის ენა: რუსული

SOLO Lifestyle