სწრაფი ნავიგაცია

04 ივნისი
2018
SOLO Travel-ი რომში სამოგზაუროდ გეპატიჟებათ!


 

SOLO Travel-ის ფარგლებში წარმოგიდგენთ სრულიად გამორჩეულ ტურს − „რომაული არდადეგები“, რომელიც იტალიის დედაქალაქში − რომში − სამოგზაუროდ გეპატიჟებათ.

„რომაული არდადეგების“ ფარგლებში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, მოინახულოთ რომი და იტალიის რამდენიმე ქალაქი; დაესწროთ ხატია ბუნიათიშვილის კონცერტს სანტა ჩეჩილიას საკონცერტო დარბაზში, დააგემოვნოთ იტალიური სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, თავისუფალ დროს იშოპინგოთ Via Del Corso-ს ქუჩაზე და სხვა.    

აღსანიშნავია, რომ ტურის ფარგლებში თქვენ პირისპირ შეხვდებით და ახლოს გაიცნობთ ხატია ბუნიათიშვილს; ხოლო მთელი ტურის განმავლობაში თქვენი თანამგზავრი იქნება მხატვარი გია ბუღაძე, რომელიც იტალიური კულტურის შესახებ საინტერესო ფაქტებს გიამბობთ.       


გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და აღმოაჩინეთ რომის უნიკალურობა SOLO-სთან ერთად!


ტურზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
შესაძენად კი მიმართეთ თქვენს SOLO ბანკირს.

ტურის ხანგრძლივობა: 25 ივლისიდან - 1-ლ აგვისტომდე.
 

 

SOLO Lifestyle