სწრაფი ნავიგაცია


                                                                                         

American Express Platinum-ი განსაკუთრებული სამყაროა, სადაც წინ გელით მრავალფეროვანი შეთავაზებები, უპირატესობები და აქამდე უცნობი გამოცდილება.
 

American Express Platinum Card-ის დახმარებით თქვენ შეძლებთ მსოფლიო მასშტაბით ისარგებლოთ:

- საერთაშორისო და ადგილობრივი კონსიერჟის მომსახურებით, რაც უზრუნველყოფს თქვენთვის ავიაბილეთების შეძენა-გადაცვლას, სასტუმროს ნომრისა და სასურველ რესტორანში მაგიდის დაჯავშნას, სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვას, ყვავილების, საჩუქრების შეკვეთას თქვენი საყვარელი ადამიანისთვის და სხვ.;

- 1 000-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯით 120-ზე მეტ ქვეყანაში, რაც აეროპორტში რეისის მოლოდინში შეგიქმნით დამატებით კომფორტს;    

- განსაკუთრებული პირობებით მაღალი კლასის სასტუმროებში, მათ შორის, ნომრის შეღავათიანი ღირებულებითა და სპეციალურად თქვენზე მორგებული უპირატესობებით;

- სასტუმროების ლოიალურობის პროგრამებით, რომელთა დახმარებითაც მიიღებთ მეტ სარგებელს და შემოგთავაზებენ განსაკუთრებულ მომსახურებას;     

- მაღალი კლასის სამოგზაურო დაზღვევით, რაც თავს მოგზაურობისას დაცულად გაგრძნობინებთ და თქვენს სიმშვიდეს უზრუნველყოფს;

- დაგროვების პროგრამა Membership Rewards-ით, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ დააგროვოთ გაორმაგებული MR ქულები და შემდგომ ისინი სასურველ საჩუქარზე  გადაცვალოთ; ასევე ბარათის მიღებისას საჩუქრად მიიღოთ 5 000 MR ქულა;

- ფასდაკლების პროგრამა Selects-ით − მისი დახმარებით შეძლებთ მსოფლიო მასშტაბით სპეციალური ფასდაკლებებითა და პრივილეგიებით ისარგებლოთ;

- 55-დღემდე უპროცენტო კრედიტით, რაც ფინანსურ მოქნილობას მოგანიჭებთ. თუ ბარათით დახარჯულ თანხას 55 დღემდე უკან სრულად დააბრუნებთ, პროცენტი არ  დაგერიცხებათ.



გაეცანით American Express Platinum-ის პირობებს.

SOLO ბანკი

AmEx Platinum