სწრაფი ნავიგაცია


 

წარმოგიდგენთ სასიამოვნო სიახლეს − SOLO CLUB-ს, რომელიც შექმნილია მათთვის, ვისაც სრულყოფილი მომსახურებისა და პრესტიჟის ახალ საფეხურზე გადასვლა სურს.

კლუბის წევრობით შესაძლებლობა გეძლევათ გაიზიაროთ ახალი გამოცდილება და ისარგებლოთ სპეციალურად თქვენზე მორგებული მრავალფეროვანი უპირატესობებით;

 მათ შორის:

  • პირველმა გაიგოთ დაგეგმილი ღონისძიებებისა თუ განსაკუთრებული საბანკო შეთავაზებების შესახებ; ასევე, SOLO-ს მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე სასურველი ბილეთიც პირველმა შეიძინოთ;
  • გახდეთ SOLO CLUB ბარათის მფლობელი, რომლის დღიური განაღდების ლიმიტი შეადგენს 20 000 ლარს;
  • ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გამოიტანოთ თანხა არა მხოლოდ „საქართველოს ბანკის“, არამედ უცხოეთში არსებული ბანკომატებით;

და რაც მთავარია,

გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ ექსკლუზიური American Express Platinum Card-ის მფლობელი. Platinum-ი განსაკუთრებული სამყაროა, სადაც თქვენ გელით მსოფლიო მასშტაბით მრავალფეროვანი შეთავაზებები, უპირატესობები და აქამდე უცნობი გამოცდილება.

როგორც American Express Platinum Card-ის მფლობელი, თქვენ საჩუქრად მიიღებთ Priority Pass ბარათს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ 5-ჯერ უფასოდ ისარგებლოთ სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტების ლაუნჯებით; თქვენთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება სასტუმროების ლოიალურობის პროგრამები, მაღალი კლასის სამოგზაურო დაზღვევა, საერთაშორისო კონსიერჟის მომსახურება, 55-დღემდე უპროცენტო კრედიტი, ფასდაკლების პროგრამა Selects-ი, დაგროვების პროგრამა Membership Rewards-ი, რომლის საშუალებითაც ყოველ გადახდაზე მიიღებთ გასამმაგებულ MR ქულას და სხვ.

სურვილის შემთხვევაში კი შეგიძლიათ თქვენი შესაძლებლობები ოჯახის წევრს გაუზიაროთ, რასაც SOLO CLUB-ისა და American Express Platinum-ის დამატებითი ბარათები უზრუნველყოფს.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს SOLO ბანკირს.

SOLO ბანკი

SOLO CLUB

SOLO RECOMMENDS