სწრაფი ნავიგაცია

24 ივნისი
2015
საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა 1,3 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინეს
საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით 1,3 მილიონი ლარის მობილიზების თაობაზე განაცხადეს. თანხა სრულად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. თბილისის მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანაგარიშზე გადაირიცხება. 
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება  სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხები გაზარდონ მილიონ ლარამდე. ჯამში საქართველოს ბანკის მიერ შეგროვილმა თანხამ 1,3 მილიონი ლარი შეადგინა. შეგროვილი 1,3 მილიონი ლარიდან, მომხმარებელმა საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე 300,000 ლარი ჩარიცხა. 
საქართველოს ბანკი მადლობას უხდის თოთოეულ იმ მომხმარებელს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და თანხა დაზარალებულთა დასახმარებლად გადმორიცხა. 
 
თბილისის მერია სისტემატიურად განათავსებს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით მობილიზებული ამ და სხვა თანხების ათვისების დეტალურ ანაგარიშს ვებგვერდზე: http://help.tbilisi.gov.ge