სწრაფი ნავიგაცია

15 მაისი
2015
საქართველოს ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო

საქართველოს ბანკმა განაცხადა, 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მიღების შესახებ. დაფინანსება, ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდმა (OFID-მა) საქართველოს ბანკს ვაჭრობის დაფინანსებისთვის გამოუყო. აღნიშნული დაფინანსებით, საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას და გაფართოვებას საქართველოში. ვაჭრობის დაფინანსება, ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, საქართველოს ბანკი კი ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ბანკია, როგორც კორპორატიული, ასევე იურიდიული მომხმარებლების კუთხით, რომელიც აქტიურად განაგრძობს ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, ვაჭრობით დაფინანსების მიმართულებით.