სწრაფი ნავიგაცია

25 აპრილი
2019
იყავით ფრთხილად!
ნუ გახდებით ინტერნეტთაღლითობის მსხვერპლი


ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა!
 
გატყობინებთ, რომ დაფიქსირდა ინტერნეტთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა. შესაბამისად, გაფრთხილებთ არსებული საფრთხის შესახებ, რომელიც საქართველოს ბანკისა და SOLO-ს სახელით ინტერნეტსა და სოციალურ ქსელში ვრცელდება.
 
იმისთვის, რომ არ გახდეთ მსხვერპლი და ინტერნეტთაღლითებისგან არ მოგადგეთ ფინანსური ზიანი, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
1. გთხოვთ, არ გასცეთ თქვენი პირადი ინფორმაცია და საეჭვო ბმულზე არ შეიყვანოთ თქვენი ინტერნეტბანკის / მობილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი
 
2. ინტერნეტბანკით სარგებლობისას დარწმუნდით, რომ იმყოფებით საქართველოს ბანკის დაცულ ვებგვერდზე, საქართველოს ბანკს მხოლოდ 1 ოფიციალური მისამართი აქვს ინტერნეტბანკისთვის: login.bog.ge - ეს აუცილებლად დაიმახსოვრეთ, თუნდაც 1 სიმბოლოთი ნაკლებობა ან მეტობა, ან სხვა სახელით არსებობა, ნიშნავს იმას, რომ თქვენ თაღლითის შესაძლო სამიზნე ხართ
 
3. არავის გადასცეთ ინტერნეტ და მობილბანკში შესასვლელი სახელი, პაროლი და ერთჯერადი კოდი, ისინი მხოლოდ თქვენია და უსაფრთხოდ, თამამად მათი გამოყენება შეგიძლიათ საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ოფიციალურ მისამართზე: login.bog.ge და მობილბანკის აპლიკაციაში: BOG mBank
 
4. არ გამოიყენოთ თქვენთვის უცნობი Wi-Fi ქსელი, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის უფასო Wi-Fi-ით, თუ იმყოფებით SOLO ლაუნჯში ან მის მახლობლად
 
5. არ შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიში „Public Wi-Fi"-ის ქსელიდან, შეეცადეთ არ გამოიყენოთ Bluetooth თქვენს ტელეფონში, თუ ის არ გჭირდებათ
 
6. შეეცადეთ, რომ თქვენი ინტერნეტ და მობილბანკის პაროლი იყოს უნიკალური, არ გქონდეთ ეს პაროლი გამოყენებული სხვა გვერდებზე; სასურველია, რომ პაროლი იყოს რთული, რომელიც შეიცავს ციფრებს, დაბალი და მაღალი რეგისტრის სიმბოლოებს - ამით თქვენ უფრო მეტად იცავთ თქვენს პირად საბანკო ინფორმაციას. ასეთი პაროლის გამოცნობა და გატეხვა რთულია
 
7. არ შეინახოთ ავტომატურ რეჟიმში თქვენი პაროლი ინტერნეტსივრცეში
 
8. არ შეინახოთ პაროლი დაუცველ ფაილებში, მაგალითად თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში, გამოიყენეთ password manager პროგრამა, თუ გიჭირთ პაროლის დამახსოვრება
 
9. კომპიუტერსა და ტელეფონში, საიდანაც სარგებლობთ ინტერნეტ და მობილბანკით, პერიოდულად გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები
 
10. არავის გაუზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები, CVV კოდი, პინკოდი
 
თუ დაეჭვდით, აუცილებლად მიმართეთ თქვენს პირად ბანკირს, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (0 32) 2 44 44 00.
 
დეტალური რჩევების ვიდეო იხილეთ ბმულზე