სწრაფი ნავიგაცია

23 ივნისი
2017
ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთების დაზღვევა
გთხოვთ იხილოთ დეტალური ინფორმაცია ელტონ ჯობის კონცერტის ბილეთების დაზღვევასთან დაკავშირებით:
 
- კომპანია „ალდაგი“ აგინაზღაურებთ ბილეთის ღირებულებას, თუ 2017 წლის 31 აგვისტომდე თქვენ დააბრუნეთ ბილეთი ნებისმიერი მიზეზით;
- თუ ბილეთის დაბრუნება 2017 წლის 1-ლი სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე მოგიწიათ, ბილეთის ღირებულება ანაზღაურდება.
 
ანაზღაურება განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის დაბრუნება მოხდება შემდეგი მიზეზით:
 
  • - დაზღვეულის ავადმყოფობა / სხეულის დაზიანება; 
  • - დაზღვეულის ოჯახის წევრის ავადმყოფობა / სხეულის დაზიანება; 
  • - დაზღვეულის სასამართლოში მოწმის სახით გამოცხადება ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკითხვაზე გამოძახება;
  • - დაზღვეულის ჯარში გამოძახება (სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა);
  • - დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალება;
  • - დაზღვეულის საკუთრებაში / სარგებლობში არსებულ საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძარი, აფეთქება, წყალდიდობა, ქარიშხალი;
  • - დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალება.
 
დაზღვევის ღირებულება:
ბილეთის დაზღვევის ღირებულება სპეციალურად SOLO / აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მომხმარებლებისთვის – ბილეთის ღირებულების 2.5%